ვაკანსიის გვერდი
ვაკანსია Ultra-ში იხსნება: ხელფასი, ბოლო ვადა და განაცხადის გზა ერთად. გააგზავნე CV, შეინახე ან მონიშნე გაგზავნილად ერთი დაჭერით, წინა და შემდეგ ვაკანსიაზე კი სიაში დაბრუნების გარეშე გადახვალ.

უფასო გაფართოება Browser-ისთვის
ნაკლები უაზრო სქროლვა, ნაკლები ქაოსი და მეტი კონტროლი ვაკანსიების ძებნაზე. შენი job hunting გამოცდილება ახლა Ultra რეჟიმშია.
ვერსია 0.0.3
მარცხნივ jobs.ge ისე, როგორც თავად აჩვენებს (10 ნოემბერი, 2026). მარჯვნივ ვაკანსიების სია Jobs.ge Ultra 0.0.3-ით (19 ნოემბერი, 2026). გადაწიე შესადარებლად.გადაფურცლე გვერდზე, რომ ნახო ბარათების ნიშნები.
კატეგორია, ადგილი, ტიპი და ხელფასი; ხელფასი ერთი დაჭერით.
ახალი, ნანახი, გაგზავნილი, შენახული, თითოეული თავისი რაოდენობით.
ერთი სვეტი ან ორი, როგორც გირჩევნია.
ვაკანსია, რომელიც ჯერ არ გინახავს.
უკვე გახსნილი ვაკანსია, ფერადი კიდით.
იგივე კომპანიის იგივე ვაკანსია, ხელახლა გამოქვეყნებული.
0.0.3 რა არის ახალი
Jobs.ge Ultra ახლა ახსოვს, რომელი ვაკანსია ნახე და სად გაგზავნე განაცხადი. ეს ყველაფერი მხოლოდ შენს ბრაუზერში ინახება.
ვაკანსია Ultra-ში იხსნება: ხელფასი, ბოლო ვადა და განაცხადის გზა ერთად. გააგზავნე CV, შეინახე ან მონიშნე გაგზავნილად ერთი დაჭერით, წინა და შემდეგ ვაკანსიაზე კი სიაში დაბრუნების გარეშე გადახვალ.

„ახალი“ არის ვაკანსია, რომელიც ჯერ არ გინახავს, „ნანახი“ ის, რომელიც გახსენი, „გაგზავნილი“ კი ის, რომელიც თავად მონიშნე. სტატუსის ფილტრი თითოეულს რაოდენობით აჩვენებს და დანარჩენ ფილტრებთან ერთად მუშაობს.

დაბრუნდი და ყველა ვაკანსია უკვე ადგილზეა: Ultra ბოლო სიებს 24 საათამდე ინახავს და ფონზე, შეუმჩნევლად ანახლებს. ბოლო 10 წუთში ჩატვირთულ სიას jobs.ge-დან თავიდან საერთოდ არ ითხოვს.

ერთ სვეტად ან ორად. არჩევანი ახსოვს.
იგივე კომპანიის, ზუსტად იგივე სათაურის ძველი ვაკანსია, ხელახლა გამოქვეყნებული. მხოლოდ ამ ბრაუზერის ისტორიით.
ღია, მუქი, Midnight, OLED Black, Nord, Dracula და Forest, ან სისტემის მიხედვით.
ბრაუზერის პანელის ღილაკი Ultra-ს რთავს ან თიშავს და ვერსიას აჩვენებს.

ინსტალაცია
გახსენი Chrome Web Store-ის გვერდი და დააჭირე Chrome-ში დამატებას.
შედი jobs.ge-ზე, როგორც ყოველთვის. ახალი ხედი უკვე ჩართულია.
ორიგინალი ხედი ზედა პანელში უცვლელ გვერდს დაგიბრუნებს.